დინამო თბილისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმერ კაკაშვილმა დატოვა.
"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მთავარი მწვრთნელი ლადო კაკაშვილი ტოვებს ჩვენს კლუბს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას ვუსურვებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
დინამომ კაკაშვილი ეროვნული ლიგის ახალი სეზონის სუსტად დაწყებისა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ გაათავისუფლა - გაგრასთან 0:1 მარცხი პოსტზე მისთვის ბოლო აღმოჩნდა.
45 წლის სპეციალისტი დინამო თბილისს 2024 წლის დეკემბრიდან წვრთნიდა და 45 მატჩში უხელმძღვანელა - 16 მოგება, 17 ფრე, 12 წაგება. 2015-2023 წლებში იგი დინამოს სტრუქტურაში მუშაობდა, 2024 წლის ეროვნული ლიგის სეზონში კი სამტრედიას მთავარი მწვრთნელი იყო.
GEO TEAM-ის ინფორმაციით, საქართველოს 19-გზის ჩემპიონს თემურ ქეცბაია ჩაიბარებს. მეტიც, როგორც აღნიშნული სოციალური მედია წერს, ქეცბაიამ კონტრაქტი უკვე გააფორმა და ის 2028 წლის ბოლომდეა გათვლილი.
დედაქალაქური კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მიხედვით, ხვალ, 24 აპრილს ჩაინიშნა პრესკონფერენცია, რომელზეც ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენენ.
თემურ ქეცბაია - დაბრუნება 34 წლის შემდეგ