მერაბ დვალიშვილის თქმით, RAF-ის ხელმძღვანელობა ორგანიზაციის ერთ-ერთი ღონისძიების ჩატარებას საქართველოში განიხილავს.
"სერიოზულ ეტაპზეა მოლაპარაკებები იმაზე, რომ RAF-ის შეჯიბრება საქართველოში ჩატარდეს, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ჭიდაობის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ბოლო დროს, ჭიდაობაში ისეთი თაობები არ მოდის, როგორებიც ადრე, ამიტომ ასეთი დიდი ორგანიზაციის ღონისძიების ჩვენთან ჩატარება მომავალი თაობისთვის კარგი მამოტივირებელია", - აღნიშნა დვალიშვილმა Adjarabet-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილს RAF-ის ეგიდით უნდა ეჩხუბა, თუმცა მისი მეტოქე ჰენრი სეხუდო ბრძოლას რამდენიმე საათით ადრე ჩაეხსნა.
სადებიუტო გამარჯვება დაბადების დღეზე - ხინჩეგაშვილმა RAF 08-ზე ამერიკელს აჯობა