• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კამპ ნოუს რეკონსტრუქციის ახალი ეტაპი: ბარსელონა დროებით ისევ მონჟუიკზე დაბრუნდება
ფეხბურთიფეხბურთი

კამპ ნოუს რეკონსტრუქციის ახალი ეტაპი: ბარსელონა დროებით ისევ მონჟუიკზე დაბრუნდება

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსა კამპ ნოუს ისევ დატოვებს.


ბარსელონამ ლა ლიგას სთხოვა, ნება დართოს, რომ 2027/2028 წლების სეზონის პირველი ნახევრის საშინაო მატჩები ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გამართოს, - იტყობინება გამოცემა Sport.es.


წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კამპ ნოუს რეკონსტრუქციის მორიგ ეტაპს უკავშირდება. 2027 წლის ზაფხულში კლუბი არენაზე ახალი სახურავის მონტაჟის დაწყებას გეგმავს. სამუშაოები ივნისში დაიწყება და დაახლოებით ოთხნახევარ თვეს გასტანს. სახურავის დამონტაჟების გარდა, სტადიონზე დამატებითი სამშენებლო სამუშაოებიც შესრულდება.


თუ ლა ლიგა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ბარსელონა ოლიმპიურ სტადიონზე არა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის, არამედ ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრების ჩატარებასაც აპირებს.


შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ლუის კომპანისის სახელობის არენაზე უკვე გამოდიოდნენ 2023/2024, 2024/2025 სეზონებში და 2025/2026 წლების სეზონის ნაწილში, სანამ კამპ ნოუზე ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობდა.


აღსანიშნავია, რომ მომავალ, 2026/2027 წლების სეზონში ბარსელონამ მატჩები კამპ ნოუზე უნდა ჩაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ არენის მოდერნიზაცია კვლავ გაგრძელდება. კერძოდ, კლუბი გეგმავს, გულშემატკივრებისთვის სტადიონის მესამე იარუსი ეტაპობრივად გახსნას.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ლა ლიგა
ბარსელონა
კამპ ნოუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

Netflix-მა მოურინიოზე დოკუმენტური სერიალი დააანონსა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Netflix-მა მოურინიოზე დოკუმენტური სერიალი დააანონსა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტის ვალვერდეს შეძენა სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტის ვალვერდეს შეძენა სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი ოლისეს ყურადღებით აკვირდება - სამომავლო გეგმები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი ოლისეს ყურადღებით აკვირდება - სამომავლო გეგმები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აპირებს ბარსა ტორესის გაყიდვას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აპირებს ბარსა ტორესის გაყიდვას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 სთ წინ

Netflix-მა მოურინიოზე დოკუმენტური სერიალი დააანონსა

News image

18 სთ წინ

სიტის ვალვერდეს შეძენა სურს

News image

2 სთ წინ

რეალი ოლისეს ყურადღებით აკვირდება - სამომავლო გეგმები

News image

17 წთ წინ

რატომ აპირებს ბარსა ტორესის გაყიდვას?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება