მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს ახალი ეპოქა იწყება.
პორტუგალიელი სპეციალისტი სანტიაგო ბერნაბეუზე, პირველი ვადის დასრულებიდან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კვლავ დაბრუნდა და გუნდთან ერთად 2026/27 წლების სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.
სამწვრთნელო პროცესის პარალელურად, Netflix-მა ოფიციალურად დაადასტურა სამსერიანი დოკუმენტური ფილმის, „მოურინიოს“ გამოსვლა, რომელიც მსოფლიო პრემიერაზე 11 აგვისტოს ჩაეშვება. ფილმში ნაჩვენები იქნება მისი საფეხბურთო გზა, ტიტულები და ისეთი ლეგენდების აქამდე უცნობი ისტორიები, როგორებიც დიეგო მარადონა და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
თრეილერში მოურინიო თავისი საფირმო თავდაჯერებულობით ამბობს:
დოკუმენტურ ფილმს იმ კაცზე არ იღებენ, ვისაც არაფერი მოუგია
რაც შეეხება უშუალოდ მადრიდის რეალს, გუნდმა ვალდებებასის ბაზაზე წინასასეზონო შეკრება და სამედიცინო შემოწმება უკვე დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის გამო შემადგენლობა ჯერჯერობით შეკვეცილია. პირველ ვარჯიშზე მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გამოცხადდა, მათ შორის ანდრი ლუნინი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ედუარდო კამავინგა. ედერ მილიტაო, როდრიგო გოესი და ფერლან მენდი კი ბაზაზე ტრავმების სარეაბილიტაციო კურსს გადიან.