კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფორვარდმა, სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ კილიან მბაპე საკუთარ სამშობლოში იმ აღიარებას ვერ იღებს, რასაც მისი რეკორდული თამაში იმსახურებს.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალის ვარსკვლავს საფრანგეთის ნაკრები ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალთან მიჰყავს, ეტოო თვლის, რომ მას სხვა ლეგენდებთან შედარებით უსამართლოდ, განსხვავებული სტანდარტებით სჯიან.
„ის უბრალოდ იმსახურებს, რომ ისევე სამართლიანად შეაფასონ, როგორც სხვა დიდი ჩემპიონები. საფრანგეთში ბოლომდე უნდა გააცნობიერონ, რამდენად გაუმართლათ, რომ ისტორიაში ასეთი მასშტაბის მოთამაშე ჰყავთ“, - აღნიშნა ეტოომ Le Parisien-თან ინტერვიუში.
მისი რეკორდებისა და სტაბილურობის მიუხედავად, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყოველ ჯერზე თავიდან უწევს ყველაფრის დამტკიცება
ეტოომ ისიც დაუშვა, რომ მბაპეს მიმართ კრიტიკა, შესაძლოა, მის წარმოშობასაც (კამერუნული და ალჟირული ფესვები) უკავშირდებოდეს:
ეს უხერხული, მაგრამ ლეგიტიმური კითხვაა, ახდენს თუ არა კილიანის წარმოშობა გავლენას იმაზე, თუ როგორ სჯიან მის კარიერასა და პიროვნებას? ეს კითხვა პასუხისმგებლობით უნდა დაისვას, რადგან ცრურწმენები და მიკერძოება ჩვენს საზოგადოებაში კვლავ არსებობს
27 წლის მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე 20 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის (21 გოლი) ჩამორჩება. საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, მბაპე კი მესისთან ერთად ოქროს ბუცისთვის ბრძოლას აგრძელებს.