ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, მოჰამედ სალაჰს მიმაღთა, რომელსაც პრემიერ ლიგის ამ სეზონის 12 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ამ მომენტისთვის წითლები პრემიერ ლიგის ცხრილში მე-12 ადგილს იკავებენ.
„ნოტინგემთან მატჩის შემდეგ (0:3) ვან დაიკი გამოვიდა და როგორც კაპიტანს შეეფერებოდა, პრესასთან ილაპარაკა.
მსგავსი წაგებების შემდეგ ყოველთვის ვან დაიკი გამოდის და ლაპარაკობს. ასეც უნდა იქცეოდეს კაპიტანი, მაგრამ გასახდელში სხვა ფეხბურთელებიც უნდა იყვნენ, რომლებიც კლუბის სახელით ილაპარაკებენ.
ერთი წლის წინ მოჰამედ სალაჰი არ ერიდებოდა საკუთარ სიტუაციაზე პრესასთან ლაპარაკს - არ მალავდა, რომ კლუბი მას ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს. სალაჰის ხმა მარტო მაშინ მესმის, როცა ის მატჩის საუკეთესო ხდება, ან როცა ახალი კონტრაქტი სჭირდება.
ვისურვებდი, რომ სალაჰი - ლივერპულის ერთ-ერთი ლიდერი და ლეგენდა, გამოდიოდეს და გუნდის სახელით რთულ პერიოდშიც ლაპარაკობდეს." - აღნიშნა კარაგერმა.