ლივერპულს პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონებს შორის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტარტი აქვს.
შაბათს მერსისაიდული გრანდი საკუთარ კედლებში ნოტინგემთან 0;3 განადგურდა და 18 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს ცხრილში.
ეს ლესტერის შემდეგ პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის ყველაზე ცუდი სტარტია ჩემპიონატში.
2016/17 სეზონში წინა წლის გაჩემპიონებულ ლესტერს ჩემპიონატის პირველ 12 ტურში 12 ქულა ჰქონდა.
ამაზე ცუდი სტარტი კი ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ ჩელსის 2015 წელს (11 ქულა 12 ტურში) აქვს დაფიქსირებული.
შესაბამისად, პრემიერ ლიგის დაარსების დღიდან, ლივერპულს მოქმედ ჩემპიონებს შორის მე-3 ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.