Opta-ს სუპერკომპიუტერის აზრით, პრემიერ ლიგას ამ სეზონში არსენალი მოიგებს.
მიკელ არტეტას გუნდმა პირველ 12 ტურში 29 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ჩელსის 6 ქულით უსწრებს, მესამეზე მან სიტია 22 ქულით.
სუპერკომპიუტერის აზრით, ამ სეზონში არსენალს ჩემპიონობის 76.1% შანსი აქვს. სიტის ტიტულის შანსები ხუთჯერ ნაკლებია - 14.1%
დანარჩენი გუნდების საჩემპიონო შანსები კი კიდევ უფრო დაბალია:
ჩელსი - 3.46%
ლივერპული - 2.42%
ასტონ ვილა - 1.57%
კრისტალ პალასი - 1.17%
სხვა არცერთ გუნდს 1%-ზე მაღალი შანსი არ აქვს.
რაც შეეხება გავარდნის კანდიდატებს - Opta-ს სუპერკომპიუტერის აზრით 94.9% ალბათობით ვულვზი გავარდება. ასევე ყველაზე სავარაუდოა ბარნლის (61.2%) და ლიდსის (61.1%) გავარდნა.