VIDEO: ეზეს ჰეთ-თრიქი - არსენალმა ტოტენჰემი გაანადგურა
23 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში ჩრდილო ლონდონური დერბი გაიმართა.
არსენალმა ემირეითსზე ტოტენჰემი მიიღო და 4-1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა გახსნა, 41-ე წუთზე კი ებერეჩი ეზემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე, 46-ე წუთზე ეზემ დუბლი შეასრულა, 55-ე წუთზე კი რიშარლისონმა სუბიმენდის შეცდომით ისარგებლა და შორეული დარტყმით დავიდ რაიას ბურთი თავზე გადაუგდო.
76-ე წუთზე ებერეჩი ეზემ მორიგი გოლი გაიტანა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით არსენალს 29 ქულა დაუგროვა და სატურნირო ცხრილს 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მდევარ ჩელსის 23 ქულა აქვს.