VIDEO: უხვგოლიანი ფრე - არსენალმა სანდერლენდთან ქულები დაკარგა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში სანდერლენდმა საკუთარ მოედანზე არსენალი მიიღო.
შეხვედრაში 36-ე წუთზე ნორდი მუკიელეს პასის შემდეგ დანიელ ბალარდმა ანგარიში გახსნა და სანდერლენდს პირველი ტაიმი მოაგებინა.
54-ე წუთზე ბუკაიო საკამ ანგარიში გაათანაბრა, საგოლე პასი მიკელ მერინომ მიითვალა. 74-ე წუთზე კი საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმით ლონდონელები ლეანდრო ტროსარმა გაიყვანა წინ.
მიკელ არტეტას გუნდმა თამაშის ამ ანგარიშით ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო და კომპენსირებულ დროში ბრაიან ბრობიმ რთული სიტუაციიდან ანგარიში 2-2 გახადა, ბალარდმა ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქულების დაკარგვის მიუხედავად, 11 მატჩის შედმეგ არსენალი სატურნირო ცხრილს 26 ქულით ლიდერობს, სანდერლენდს კი 19 ქულა აქვს და ლაივ ცხრილში მე-3 პოზიციაზეა.
თუ 10 მატჩში ლონდონურ გუნდს მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გაშვებული, ახლა 2 გაუშვა და ბურთების ბალანსი 20:5-ზე აქვს.