სტოკ სიტის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ტონი პულისმა მიკელ არტეტასა და სტანდარტულებზე მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ არტეტამ მიიღო სტანდარტული მდგომარეობები და, ჩემ მსგავსად, არ აინტერესებს ის ხალხი, ვინც ამის გამო აკრიტიკებს.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კლუბის მწვრთნელი ხარ და რა მიდგომა გაქვს, ყოველთვის იქნება სიტუაცია, სადაც გარედან იქნება ხმაური და კრიტიკა, მაგრამ თუ თამაშებს იგებ, შენი გულშემატკივრები გახარებულები იქნებიან.
ეს ვნახეთ არსენალის გულშემატკივრებისგანაც, რომლებიც მღეროდნენ „სტანდარტული მდგომარეობა ისევ, ოლე ოლე ოლე“, როცა კრისტალ პალასთან ებერეჩი ეზემ დეკლან რაისის საჯარიმოს შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.
სასაცილოდ მეჩვენება, რომ 10-12 წლის წინ მე ბევრ კრიტიკას ვიღებდი არსენალის გულშემატკივრებისგან და არსენ ვენგერი ამბობდა, რომ სტოკი რაგბის გუნდივით თამაშობდა კუთხურების და შორიდან ჩაგდებული ბურთების გამო.
აი, ამიტომ მაქვს არტეტასადმი უზარმაზარი პატივისცემა, მან ეს ყველაფერი ნახა და იფიქრა: ‘იცი რა, ეს შეიძლება დაგვეხმაროს.’" - განაცხადა პულისმა.