ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალებში ერთი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა.
კრიზისში მყოფი ლივერპული გადახალისებული შემადგენლობით საკუთარ მოედანზე კრისტალ პალასს დაუპირისპირდა და 0:3 განადგურდა, რის შედეგადაც თასიდან ნაადრევად გამოვარდა.
სლოტის გუნდმა ზედიზედ მე-10 შეხვედრაში ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და საერთოდაც, ბოლო 7-დან მე-6 მატჩი წააგო.
სხვა მხრივ, ტურნირზე სენსაციური შედეგი არ დაფიქსირებულა და ფავორიტებმა თავისი მატჩები მოიგეს.
არსენალი 2-0 ბრაიტონი
ლივერპული 0-3 კრისტალ პალასი
სუონსი 1-3 მან სიტი
ვულვზი 3-4 ჩელსი
ვრექსემი 0-5 ბრენტფორდი
უიკომბი 1-1 ფულემი (4-5 პენალტებში)
ნიუკასლი 2-0 ტოტენჰემი