ენცო მარესკამ ლიამ დელაპი „საკუთარი თავისთვის თამაშში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ჩელსის თავდამსხმელი  კარაბაოს თასის შეხვედრაში ვულვზთან (3-4) შვიდი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მოედნიდან გააძევეს.
დელაპი ახლა დისკვალიფიცირებულია პრემიერ ლიგის მატჩისთვის ტოტენჰემის წინააღმდეგ, მარესკამ კი  ახალწვეულის მიმართ თავისი ემოციების დამალვა რთულად შეძლო.
როდესაც The Athletic-მა ჰკითხა, ხომ არ იქცა ჩელსის წითელი ბარათების რაოდენობა შემაწუხებლად, მან უპასუხა:
„დიახ, ეს შემაწუხებელია, როცა წითელი ბარათი ასეთია. იმიტომ რომ ეს არის ორი ყვითელი ბარათი ხუთ, ათ, არ ვიცი, შვიდ წუთში. ორივე შემთხვევა თავიდან შეიძლებოდა აგვეცილებინა. ასე რომ, ეს კარგი არაა.“
როდესაც მას ჰკითხეს, სცადა თუ არა დელაპის დაწყნარება, მარესკამ თქვა:
„დიახ, ყვითელი ბარათის შემდეგ ოთხჯერ ან ხუთჯერ ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო. მაგრამ ლიამი ისეთი მოთამაშეა, რომ როცა მოედანზეა, ალბათ მხოლოდ თავისი თავისთვის თამაშობს და უჭირს გააცნობიეროს და მოუსმინოს ირგვლივ მყოფებს.“
კარაბაო თასის 1/8 ფინალში ჩელსიმ უხვგოლიან შეხვედრაში ვულვზი 3-4 დაამარცხა. ლონდონელთა მხრიდან გოლები ანდრეი სანტოსმა, ტაირიკ ჯორჯმა, ესტევაომ და ჯეიმი გიტენსმა გაიტანეს.
61-ე წუთზე შემოსულმა ლიამ დელაპმა ყვითელი ბარათები 79-ე და 86-ე წუთებზე მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.