არნე სლოტმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელიც ლივერპულის შემადგენლობაზე ახდენს გავლენას.
ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში მერსისაიდელები კრისტალ პალასთან 0:3 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
„მაგალითად რომ ავიღოთ, ამ მატჩისთვის მხოლოდ ერთი მარჯვენა მცველი მყავდა - კონორ ბრედლი. წინა სეზონში, როცა მისი დაყენება 3 დღეში ორჯერ ან შვიდ დღეში შვიდჯერ მიწევდა, ის ყოველთვის ტრავმას იღებდა და შესაცვლელი ხდებოდა. თქვენ ხართ მზად ასეთ რისკზე წახვიდეთ, როდესაც წინ ასეთი მნიშვნელოვანი კვირაა?
წინაზე ვათამაშე ფეხბურთელი, რომელიც, თურმე, მზად არ იყო - გვეგონა, რომ იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და ისაკმა ტრავმა გაიმიზეზა.
როცა საუთჰემპტონს ვეთამაშებოდით, ლეონი იყო ტრავმირებული და უგო ეკიტიკემ წითელი ბარათი მიიღო. ასეთ რაღაცებს ვერ დავეყრდნობით, როცა წინ უმნიშვნელოვანესი კვირაა.
თუმცა, არჩევანი ყოველთვის არსებობს. მაგალითად, ვირჯილი და კონატე რომ დამეყენებინა და რომელიმეს ტრავმა მიეღო, იტყოდით, რა სულელურად მოიქცაო." - აღნიშნა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა.
მერსისაიდული გუნდი ზედიზედ 10 მატჩია კარს მშრალად ვერ ინახავს და ბოლო 7 მატჩიდან 6 აქვს წაგებული.