ჩელსის ექს-ნახევარმცველის, ჯონ ობი მიკელის აზრით, მოჰამედ სალაჰზე დიოგუ ჟოტას გარდაცვალებამ დიდი გავლენა იქონია.
3 ივლისს პორტუგალიელი შემტევი ავტოკატასტროფას თავის ძმასთან ერთად ესმხვერპლა.
„როგორც გავიგე, სალაჰი ჟოტასთან ძალიან ახლოს იყო. წელს ის საკთარ თავს არ ჰგავს, თითქოს აჩრდილია ძველი სალაჰის.
ასე რომ, ლივერპულის კრიტიკის დროს ძალიან მშვიდი და ფრთხილი ვიქნები." - აღნიშნა მიკელმა.
სალაჰს ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც მატჩში, რომელიც ლივერპულმა სტუმრად ბრენტფორდთან წააგო (2:3).