ფაბრიციო რომანომ ლივერპულში არსებულ სიტუაციასა და კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან არნე სლოტის მიმართ ნდობაზე ისაუბრა.
„ლივერპულისთვის ახლა რთული მომენტია, ნამდვილად რთული. ოთხი წაგება ზედიზედ პრემიერლიგაში არაა ის დასაწყისი, რასაც სეზონის წინ ელოდნენ, განსაკუთრებით ისეთი ფანტასტიკური და ამაღელვებელი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, როგორიც ლივერპულს ჰქონდა ზაფხულში.
ბევრი კითხვაა ლივერპულის ირგვლივ, ბევრი კითხვა არნე სლოტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც მინდა გითხრათ, მეგობრებო, არის ის, რომ კლუბის შიგნით ლივერპულის ხელმძღვანელობა, მფლობელები, კლუბის ყველა მნიშვნელოვანი პირი აბსოლუტურად, სრულად ენდობიან არნე სლოტს.
ისინი 100 პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ არნე სლოტი არის საუკეთესო მწვრთნელი, ვინც ამ სიტუაციას გაუმკლავდება. ცხადია, სეზონის ცუდი დასაწყისია, მაგრამ ლივერპული დარწმუნებულია, რომ ყველაფერი დალაგდება.
ეს დროს მოითხოვს, ახალი ფეხბურთელების შეფასებას, გუნდის გარკვეული ელემენტების შეცვლას, იმ განწყობის დაბრუნებას, რაც გასულ სეზონში ჰქონდათ, მაგრამ ლივერპულს სრული ნდობა აქვს არნე სლოტის მიმართ.
ძალიან კარგი კომუნიკაციაა ყოველდღიურად დირექტორებს, კლუბის მენეჯმენტსა და არნე სლოტს შორის. არანაირი დრამა, არანაირი პრობლემა, არანაირი ცუდი ურთიერთობა არ არსებობს არც სლოტსა და არც ფეხბურთელებს შორის.
ასე რომ, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ეს უფრო ტაქტიკური და მენტალური საკითხია, მაგრამ პრობლემა არაა.
პრობლემა არ არსებობს; ფეხბურთელები სრულად ენდობიან არნე სლოტს, აძლევენ დროს და ნამდვილად არ ქმნიან ამ ფაქტზე გადაჭარბებულ რეაქციას.
ასეთია სეზონის მიმდინარეობა. ეს არის ლივერპულის მკაფიო პოზიცია, ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან უკეთეს შედეგებს და იმედოვნებენ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. რადგან, ცხადია, შეუძლებელია ნოემბერში, დეკემბერში ან იანვარში კვლავ ცუდი შედეგებით შეხვიდე, ეს ნამდვილად ცუდი იქნებოდა.
ამიტომ მათ ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. იციან ეს, მაგრამ სრული ნდობა აქვთ სლოტისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მიმართ და არც სლოტსა და ფეხბურთელებს შორის არის პრობლემა, ეს მნიშვნელოვანია, რომ განვმარტოთ.“ - განაცხადა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა.