ტოპ 5 ლიგის 96 გუნდში ყველაზე ცუდი შედეგი - ლივერპულის საშინელი სტატისტიკა
20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულმა ინგლისის ლიგის თასის 2025-26 წლების გათამაშებაზე გამოსვლა 1/8 ფინალში დაასრულა. წითლები კრისტალ პალასთან საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდნენ.
არნე სლოტმა გუნდის შემადგენლობა გადაახალისა და სასტარტოში ძირითადის პრაქტიკულად არც ერთი წევრი დააყენა, რაც თასიდან გამოვარდნად და რამდენიმე ანტირეკორდად დაუჯდა.
27 სექტემბრის შემდეგ, ჩატარებულ 7 თამაშში ლივერს 6 მარცხი აქვს - ევროპის ტოპ 5 ლიგის 96 გუნდიდან მხოლოდ ლივერპულია, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში ამდენი შეხვედრა წააგო.
ასევე, 1934 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა წითლებმა საშინაო სათასო მატჩი ისე წააგეს, რომ გოლი ვერ შეაგდეს და თავად 3 ბურთი მიიღეს. მაშინ ისინი, FA Cup-ის ეგიდით, ბოლტონთან ასევე 0:3 დამარცხდნენ.
უკვე ზედიზედ მე-10 შეხვედრაა, როცა სლოტის გუნდი კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს - ჯამში 18 გოლი გაუშვეს.
საინტერესოა, როდის შეწყდება ლივერის თუნდაც ეს სერია. არადა, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ უახლოესი კალენდარი მარტივია - 1-ელ ნოემბერს ასტონ ვილას მასპინძლობენ, 4 რიცხვში ენფილდზე მადრიდის რეალი ჩადის, ხოლო 9-ში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სტუმრად ითამაშებენ.