ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველად - არსენალმა უნიკალური რეკორდი დაამყარა
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში, არსენალმა ბრაიტონი 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ლივერპულის დამმარცხებელ კრისტალ პალასზე გავიდა.
მიკელ არტეტამ მეთოფეები გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა, თუმცა, ეთან ნვანერისა და ბუკაიო საკას მეორე ტაიმში გატანილი გოლებით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
არსენალი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, პრემიერ ლიგის წარმომადგენელი, პირველი გუნდია, რომელმაც ერთ კალენდარულ თვეში ყველა თამაში ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია.
ჩრდილო ლონდონელებმა ოქტომბერში 6 შეხვედრა ჩაატარეს - ჩემპიონთა ლიგაზე ოლიმპიაკოსსა (2:0) და ატლეტიკოს (4:0) მოუგეს, პრემიერ ლიგაში ვესტ ჰემი (2:0), ფულემი (1:0) და კრისტალ პალასი (1:0) დაამარცხეს, ხოლო გუშინდელ სათასო მატჩში ბრაიტონს (2:0) აჯობეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული 6-დან 5 თამაში არტეტას გუნდს საკუთარ მოედანზე მოუწია - სტუმრად მხოლოდ ფულემთან ითამაშეს, ოღონდ, შორს არც ამ შემთხვევაში წასულან, რადგან ისიც ლონდონის გუნდია.
არსენალმა გოლი ბოლოს გაუშვა 28 სექტემბრს, როცა ნიუკასლს სტუმრად 2:1 მოუგო. ამჟამად ეს მშრალი სერია სწორედ 6-მატჩიანია.
საინტერესოა, გააგრძელებენ თუ არა გოლგაუშვებელ სვლას არტეტას ბიჭები 1-ელ ნოემბერს ბარნლისთან, 4 ნოემბერს პრაღის სლავიასთან და 8 ნოემბერს სანდერლენდთან - ყველა თამაში გასვლითია. შემდეგ სანაკრებო შესვენებაა.