ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში არსენალმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკო გაანადგურა.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეთოფეებმა შესვენების შემდეგ მადრიდელებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.
დუბლით თავი ვიქტორ გიოკერეშმა გამოიჩინა, რომელმაც 9-მატჩიანი მშრალი შერია შეწყვიტა, თითო გოლი კი გაბრიელ მაგალაეშმა და მარტინელიმ გაიტანეს.
არსენალმა ლიგაზე 9-დან 9 ქულა დააგროვა და ლიდერებს შორია გაერია, ატლეტიკოს კი 3 მატჩში 2 მარცხი აქვს და ამ ეტაპზე მე-18 ადგილს იკავებს.
1-0 მაგალაეში 57'
2-0 მარტინელი 64'
3-0 გიოკერეში 67'
4-0 გიოკერეში 70'