ქართველი პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახობაძემ ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და კარიერაში მეოთხედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვება.
აქამდე ახობაძეს მსოფლიო ჩემპიონატი 2015, 2023 და 2024 წლებში ჰქონდა მოგებული.
მსოფლიოს გარდა ქართველ პარამკლავჭიდელს ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული 2023 წელს.