დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სლოვაკეთის ნაკრებს მიიღებს.
საქართველო - სლოვაკეთის მატჩი 18 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ხაბალაევი (პსპ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)