ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

აცდენილი Here We Go და ერთ დღეში შემოტრიალებული ტრანსფერი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

აცდენილი Here We Go და ერთ დღეში შემოტრიალებული ტრანსფერი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

2024 წლის ზაფხული. გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში სეზონის კარგი მეორე ნახევარი გამოუვიდა - აიაქსში წარუმატებელი 6 თვის შემდეგ, ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდში, მეცში იჯარით დაბრუნდა და ჩემპიონატის 20 მატჩში 13 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.


სამწუხაროდ, უმაღლეს დივიზიონში დასარჩენ პლეიოფში მეცი ზურიკო დავითაშვილის მომავალ გუნდთან, სენტ ეტიენთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ქვედა დივიზიონში დაქვეითდა, რამაც ჟორჟის გუნდში დარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.


შემდეგ იყო საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც მიქაუტაძემ 3 გოლი შეაგდო, თანაბომბარდირი გახდა და მთელი ევროპის ყურადღებაც მიიპყრო. თუმცა, საზღვარგარეთ პირველი, წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ, თავად ქართველის მიზანი საფრანგეთში დარჩენა იყო.


მეცმა კონტრაქტში ჩადებული შესაძლებლობა გამოიყენა და მიქაუტაძე აიაქსიდან შემდგომი გადაყიდვის მიზნით გამოისყიდა, რადგან ქვედა დივიზიონში ჩავარდნა ნებისმიერი გუნდის ჯიბეს ურტყამს და ასეთ დროს, ნებისმიერი მილიონი მნიშვნელოვანია.


2024 წლის 1 ივლისს გიორგი მიქაუტაძე 13 მილიონ ევროდ ოფიციალურად გახდა მეცის ფეხბურთელი, თუმცა ყველამ იცოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით, მაქსიმუმ რამდენიმე კვირით. 


აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო...


2024 წლის 10 ივლისი - ევროპული პრესა აჭრელდა ინფორმაციებით, რომ მონაკოს ინტერესი გიორგი მიქაუტაძისადმი რეალურია - კლუბმა ეს-ესაა ჩემპიონთა ლიგის საგზური რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და, შეტევის გაძლიერება ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირით სურს. 


გავიდა კიდევ ორი დღე და ყველამ მივიღეთ ნანატრი Here We Go ფაბრიციო რომანოსგან - მონაკომ და მეცმა შეთანხმებას მიაღწიეს, ქართველი ფორვარდი 20 მილიონ ევროდ მონაკოში გადადის და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ქვედა ლიგაში ჩავარდნილი მეცი კი 7 მილიონით გამდიდრდება. 



როცა ტრანსფერს წინ თითქოს აღარაფერი ედგა, როცა მონეგასკურმა კლუბმა ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუნიშნა, ზუსტად მაშინ გამოჩნდა ასპარეზზე ლიონის ოლიმპიკი.


ჟორჟის ბავშვობის კლუბი, რომელმაც ის პატარაობაში დაიწუნა და კარიერის სხვა გზით გავლა აიძულა, ახლა ფეხბურთელის გადაბირებას ბოლო მომენტში ცდილობს და ფეხბურთელს კლუბის ლეგენდის, ალექსანდრ ლაკაზეტის გვერდიგვერდ თამაშს ჰპირდება.


მონაკოში Here We Go-ს გამოცხადებიდან არ გასულა 5 სრული დღეც, როცა ახალი Here We Go მივიღეთ - გიორგი მიქაუტაძე კარიერას ლიონში გააგრძელებს. 


„მონაკოსთან შეთანხმების და სამედიცინო შემოწმების დათქმის მიუხედავად, მიქაუტაძემ კარიერის ლიონში გაგრძელება გადაწყვიტა, რომელთანაც 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს." - წერდა მაშინ ფაბრიციო რომანო.



ბევრმა ეს ტრანსფერი ვერ გაიგო - მონაკო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, მონაკოს უკეთესი პერსპექტივები უჩანს, პარალელურად კი არის ლიონი, რომელიც ევროპა ლიგაზე კი თამაშობს, მაგრამ მათ ხომ ლაკაზეტი ჰყავთ? ჟორჟი რაღად უნდათ? 


თუმცა, ამ ტრანსფერის გასაგებად ლოგიკური აზროვნება და გამოთვლების ჩატარება საჭირო სულაც არ ყოფილა - ლიონი გიორგი მიქაუტაძის მშობლიური და ბავშვობის საყვარელი კლუბი იყო, ლიონში ცხოვრობს მისი ოჯახი და ფეხბურთელმა ოჯახთან ახლოს ყოფნა ამჯობინა და ამის პარალელურად, ბავშვობის ოცნება აისრულა ლიონის პირველ გუნდში თამაშის სახით.


მოგვიანებით, სეზონი გვიჩვენებს, რომ ყველაფერი ია-ვარდით მოფენილი არ იყო, გუნდში ლაკაზეტის მეწყვილედ მოსული მიქაუტაძე საბოლოოდ მის კონკურენტად იქცა და ისინი ერთმანეთს სათამაშო დროში ეცილებოდნენ. გუნდიდან წასვლისას, ლაკაზეტმაც კი თქვა, რომ ყველაზე მეტად ამას ნანობს - თითქოს, 4-4-2 უნდა გვეთამაშა და ერთმანეთის გვერდიგვერდ ვყოფილიყავით, მაგრამ რეალურად, ერთმანეთის კონკურენტებად ვიქეცით. რომ შემეძლოს, სწორედ ამას გამოვასწორებდი და მიქაუტაძის გვერდით თამაშით უფრო დიდ სიამოვნებას მივიღებდიო.


თითქოს, ბომბარდირის ლიონური მოგზაურობა სწორედ ახლა იწყებოდა - ლეგენდა ლაკაზეტი წავიდა, ფინანსური პრობლემების გამო კლუბმა სხვა ფორვარდი აღარ დაიმატა და მთელ ფსონს ჟორჟზე ჩამოდიოდა. ქართველმა სეზონი გოლითაც გახსნა და თითქოს, ფონსეკას გუნდს ახალ სეზონში სწორედ მიქაუტაძე ულიდერებდა. თუმცა, სწორედ რამდენიმე სიტყვის წინ ხსენებულმა ფინანსურმა პრობლემებმა "შეიწირა" მიქაუტაძის ლიონური კარიერაც - კლუბს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გარკვეული თანხა სჭირდებოდა. თავდაპირველად მალიკ ფოფანას გაყიდვა იგეგმებოდა, თუმცა მისი ტრანსფერი ჩავარდა და ერთადერთ ვარიანტად ჟორჟის გაყიდვა დარჩა... სწორედ ამ დროს გამოჩნდა ვილიარეალი თავისი 30+5 მილიონით. როცა ფული გჭირდება, ასეთ შეთავაზებაზე უარს ვერ იტყვი, რა ძვირფასი ფეხბურთელის გაწირვაც არ უნდა დაგჭირდეს ამისთვის - მეორე დივიზიონში ჩაგდებას ნებისმიერის წასვლა სჯობს.


ჟორჟმა ეს გაიგო, ჟორჟმა ეს მიიღო და მშობლიური, ოცნების კლუბი თვალცრემლიანმა, მაგრამ მადლიერმა დატოვა - ქომაგებს დაპირდა, რომ ეს არ იყო დასასრული, რომ ისინი აუცილებლად შეხვდებოდნენ ისევ, მაგრამ ახლა ესპანური თავგადასავლის ჯერია. 


და ზუსტად ამის შემდეგ, მეორე ზაფხულში ფაბრიციოს მესამე Here We Go დაგვეწია მიქაუტაძეზე - გიორგი მიქაუტაძე კარიერას ვილიარეალში გააგრძელებს, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა, ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში ესპანეთში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 



ქართველმა ბომბარდირმა საყვარელი კლუბის გადასარჩენად საკუთარი სურვილი და პირადი ოცნებები გვერდით გადადო და ფინანსური დახმარება გაუწია - მართალია, მას არც ლაკაზეტივით ბევრი მატჩი ჩაუტარებია კლუბის მაისურით და არც მაგდენი გოლი გაუტანია, თუმცა ისიც ლიონის ლეგენდაა - ცოტა მატჩით, ცოტა გოლით, მაგრამ დიდი ადამიანობითა და სწორი ღირებულებებით. 


გიორგი მიქაუტაძე ლიონში აუცილებლად დაბრუნდება. 

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

გიორგი მიქაუტაძე
საქართველო
ტრანსფერები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

როდრიგო: "მთელი ზაფხული ხან ერთ გუნდში მიშვებდნენ, ხან მეორეში"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრიგო: "მთელი ზაფხული ხან ერთ გუნდში მიშვებდნენ, ხან მეორეში"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველომ უკან დაიხია, ესპანეთი გალიდერდა - FIFA-ს განახლებული რეიტინგი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველომ უკან დაიხია, ესპანეთი გალიდერდა - FIFA-ს განახლებული რეიტინგი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარიერაში მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონია

•ქართული

ქართული

კარიერაში მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონია
•ქართული

ქართული

News image

23 სთ წინ

როდრიგო: "მთელი ზაფხული ხან ერთ გუნდში მიშვებდნენ, ხან მეორეში"

News image

3 სთ წინ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს

News image

2 სთ წინ

საქართველომ უკან დაიხია, ესპანეთი გალიდერდა - FIFA-ს განახლებული რეიტინგი

News image

4 სთ წინ

კარიერაში მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონია