ჰარი კეინი მიუნხენის ბაიერნთან ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოკლე შესვენებიდან დაბრუნებული ინგლისელი თავდამსხმელი ვარჯიშს მალე დაუბრუნდება, რის შემდეგაც ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყება.
არსებული ცნობებით, ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე იქნებდა და მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 25 მილიონი ევროს შეადგენს.
კლუბის ხელმძღვანელობა, მათ შორის ჰერბერტ ჰაინერი და ული ჰიონესი, კეინს გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად და მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს.
მიუნხენში დარწმუნებულნი არიან, რომ შეთანხმება მალე შედგება, მით უმეტეს, რომ კეინის ოჯახი გერმანიაში თავს კომფორტულად გრძნობს და ინგლისური მედიის მუდმივი ზეწოლისგან თავისუფალია.
გარდა ამისა, ცნობების მიხედვით, უახლოეს მომავალში ახალი კონტრაქტის გაფორმებას მაიკლ ოლისეც გეგმავს, რომლითაც ზაფხულში მადრიდის რეალი აქტიურად ინტერესდებოდა.