• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კერიკს გაუშვებენ? - იუნაიტედი ელიტარულ მწვრთნელს უმიზნებს
ფეხბურთიფეხბურთი

კერიკს გაუშვებენ? - იუნაიტედი ელიტარულ მწვრთნელს უმიზნებს

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედს უამრავ მწვრთნელს უკავშირებენ, თუმცა ბოლო თვეებში გაჟღერებულ სახელებს შორის ერთი გამოკვეთილი ფავორიტი გამოჩნდა.

კლუბის ყოფილი ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი, თავიდან მხოლოდ დროებით მწვრთნელად დანიშნეს. იანვარში რუბენ ამორიმის ჩანაცვლების შემდეგ მან ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ შესაძლოა შემდეგ სეზონშიც დარჩეს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რას გადაწყვეტს იუნაიტედი. კლუბისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ერიკ ტენ ჰაგისა და ამორიმის დანიშვნამ ბოლო წლებში გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ერთ-ერთია იმ გუნდებს შორის, რომლებმაც მოლაპარაკებები გამართეს ჩაბი ალონსოსთან. ალონსოს ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა ამბობენ, რომ მასთან კავშირზე ხუთი სხვადასხვა კლუბია.

თუ ალონსოსნაირი მწვრთნელი თავისუფალია, იუნაიტედმა შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. 44 წლის სპეციალისტი კერიკზე გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელად ითვლება. ალონსოს უმაღლეს დონეზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, კერიკს კი ევროტურნირებზე გუნდისთვის ჯერ არც კი უხელმძღვანელია.

იუნაიტედს ასევე უკავშირებენ ნაგელსმანს, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ნაგელსმანს პრემიერ ლიგაში არასდროს უმუშავია, რაც მის დანიშვნას გარკვეულწილად რისკიანს ხდის.

მართალია, არც ალონსოს აქვს ინგლისში მწვრთნელობის გამოცდილება, მაგრამ მან კარიერის დიდი ნაწილი იქ გაატარა როგორც ფეხბურთელმა. მან კარგად იცის, რა არის საჭირო პრემიერ ლიგაში წარმატებისთვის. ალონსომ ბაიერ ლევერკუზენთან ერთად ბუნდესლიგაში მთელი სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარა და მხოლოდ ეს მიღწევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ იუნაიტედმა ის ნაგელსმანზე წინ დააყენოს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩაბი ალონსო
მანჩესტერი
ნაგელსმანი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩელსის მწვრთნელი სიტისთან მარცხის მიზეზებს ასახელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსის მწვრთნელი სიტისთან მარცხის მიზეზებს ასახელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპი ფანებს მოუწოდებს, რომ არსენალს პატივი სცენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპი ფანებს მოუწოდებს, რომ არსენალს პატივი სცენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსის ფანები: "ის სამარცხვინოა და კლუბისთვის უსარგებლო, უნდა გაიყიდოს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსის ფანები: "ის სამარცხვინოა და კლუბისთვის უსარგებლო, უნდა გაიყიდოს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კერიკის გეგმა - როგორ დაეხმარება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კლუბს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კერიკის გეგმა - როგორ დაეხმარება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კლუბს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ჩელსის მწვრთნელი სიტისთან მარცხის მიზეზებს ასახელებს

News image

4 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება