წინა მწვრთნელის, რუბენ ამორიმის შემდეგ, მაინუმ კერიკის ხელში პროგრესი განიცადა და ისევ მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა. მას კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მზად არის ინგლისის ნაკრების წევრს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
ჰარი მაგუაიერმა ხელშეკრულება უკვე გაახანგრძლივა, ახლა კი ჯერი მაინუზეა. კერიკი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის. მისი თქმით, კლუბში სიმშვიდეა და ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა.
ორშაბათ ღამით იუნაიტედი ლიდსს მასპინძლობს და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ეს არა მხოლოდ კერიკის რეზუმეს დაამშვენებს და მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი დარჩენის შანსებს გაზრდის, არამედ კლუბს ვარსკვლავების შენარჩუნებასა და ახალი ტალანტების მოზიდვაშიც დაეხმარება.
კერიკმა განაცხადა:
ჩემპიონთა ლიგას ბევრი დადებითი რამ მოაქვს. ჩვენ იქ ყოფნა გვინდა. ლიგაზე გასვლა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელების დარჩენაში, ახალი მოთამაშეების მოსაყვანასა და ფინანსური ზრდაშიც.