ბარსელონას ვარსკვალი ლამინ იამალი ფანტასტიკურ ფორმაშია.
ახალგაზრდა ვარსკვლავმა ბოლო გამორჩეული მატჩი შაბათს, კატალონიურ დერბიში ჩაატარა. თინეიჯერმა გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, მისი ეფექტური დრიბლინგი კი მოედანზე სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ესპანეთის ჩემპიონატში იამალის ანგარიშზე უკვე 15 გოლია, რითაც ის ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილს იკავებს.
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბოლო ორ შეხვედრაში, ატლეტიკო მადრიდსა და ესპანიოლთან, გარემარბმა 16 დრიბლინგი შეასრულა. ეს იმაზე მეტია, რაც რეალ მადრიდის ვარსკვლავებმა, კილიან მბაპემ და ვინისიუს ჟუნიორმა ერთად მოახერხეს (მათ ბაიერნთან და ჟირონასთან ჯამში მხოლოდ 13 დრიბლინგი ჰქონდათ).
ამჟამად კატალონიური კლუბი სატურნირო ცხრილს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. თუ ასე გაგრძელდა, იამალი 19 წლის ასაკამდე ლა ლიგის მესამე ტიტულის მოპოვებას შეძლებს.