ინგლისური გუნდი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას.
კვირას გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ეგვიპტელი ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა პსჟ-სთან სამშაბათს გაიმართება. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, პირველ მატჩში შემტევი მთელი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. თუმცა, შაბათს, პრემიერ ლიგის 32-ე ტურში, ფულჰემთან დაპირისპირებისას სლოტმა ის მოედანზე მაინც შეიყვანა და ეგვიპტელმა ფარაონმა მერსისაიდელთა მეორე გოლიც გაიტანა.
ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ცნობით, ფულჰემის კარში გატანილმა გოლმა სალაჰს სამშაბათის მატჩის სასტარტო თერთმეტეულში ადგილი პრაქტიკულად გაუნაღდა.
გასულ კვირას ლივერპული 2:0 დამარცხდა, ამიტომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გუნდს მინიმუმ სამბურთიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდება. პირველ შეხვედრაში ლივერპულმა მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა, ასე რომ, ნახევარფინალში მოსახვედრად მათ თამაშის ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესება ჭირდებათ.