ლამინ იამალმა ატლეტიკოსთან მატჩის წინ ინსტაგრამის პროფილის ფოტო შეცვალა.
ბარსელონას შემტევმა ლებრონ ჯეიმსის ფოტო დააყენა, რომელსაც NBA-ს თასი უჭირავს, 2016 წლის ფინალში გოლდენ სტეიტ უორიორსთან 3-1-დან ქამბექის შემდეგ.

ბარსელონას ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოს წინააღმდეგ 2-0-დან ანგარიშის მოტრიალება სჭირდება.
იამალის ეს ქმედება ბარსელონას გულშემატკივრების ტრენდს მოჰყვა, რომლებიც X-ზე თავიანთ პროფილის ფოტოებს ფეხბურთელების იმ სურათებით ცვლიან, რომელიც ლებრონ ჯეიმსის ცნობილი ფოტოს ალუზიაა.
ფოტოს აღწერა ასეთია: „ბარსელონას არასოდეს დაუმარცხებია ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დაპირისპირებაში.“
სწორედ მსგავსი აღწერა ჰქონდა ლებრონის ცნობილ ფოტოსაც: ,,NBA-ის ფინალების ისტორიაში არცერთს გუნდს არ მოუტრიალებია სერია 3-1-დან" და ლებრონმა ეს შეძლო.
