პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ პატივი სცენ არსენალს მომავალ უქმეებზე გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ერთ-ერთი ფანის დამცინავი ჟესტი. გულშემატკივარი ჩელსისთან მოგებული მატჩის დროს არსენალის ლოგოიანი ბოთლით მიანიშნებდა იმაზე, რომ Arsenal bottled it again.
პეპმა ხაზი გაუსვა არსენალის ძალას და მათ არაჩვეულებრივი გუნდი უწოდა. გვარდიოლას თქმით, ხალხმა პატივი უნდა სცეს მეტოქეს, რომელმაც ბოლო 49 მატჩიდან მხოლოდ სამი წააგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი წელს საერთოდ დაუმარცხებელია.
გვარდიოლამ Sky Sports-თან საუბრისას გაიხსენა გასულ თვეში მოგებული კარაბაოს თასის ფინალიც, სადაც მისი თქმით, სიტი აუტსაიდერად ითვლებოდა:
არსენალის ერთხელ დამარცხებაც კი ძალიან რთულია, წარმოიდგინეთ, რა იქნება მათი მეორედ დამარცხება რამდენიმე კვირაში. მინდა ფანებს ვუთხრა: პატივი ეცით არსენალს. ეს საოცარი კლუბია.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსენალი ამჟამად ინგლისში და ევროპაში საუკეთესო გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთული გამოცდა იქნება.