ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ დღეს გამოაცხადა, რომ პირადი მიზეზების გამო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
„მსურს ყველას შევატყობინო, რომ პირადი მიზეზების გამო გადავწყვიტე დავასრულო ჩემი საქმიანობა, როგორც ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა.
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა, ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს საერთო ძალისხმევისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთელებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს, რომ ერთად გვქონოდა დაუვიწყარი მომენტები.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს და La Familia-ს, რადგან მათი გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.
ყოველთვის ჩემთან ერთად ვატარებ ჩვენი პირველი ტიტულის მოგონებას და სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვისურვებ კლუბს წარმატებას მომავალში. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი კვლავ მიაღწევს დიდ წარმატებებს.
ყველას გიგზავნით დიდ ჩახუტებას და მადლობა ყველაფრისთვის,“ - განაცხადა მასკერანომ.
თავისი პირველი სეზონის განმავლობაში მასკერანომ ინტერ მაიამი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კამპანიამდე მიიყვანა - გუნდმა ორი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო, მათ შორის კლუბის ისტორიაში პირველი MLS თასი, ასევე აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა.