ხვიჩა კვარაცხელიას უმძიმესი ტრავმის შემდეგ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი შოკშია, თუმცა განსაცდელის ჟამს ოჯახი სიმტკიცეს ინარჩუნებს.
პარი სენ-ჟერმენის ქართველი შემტევის დედამ, მაკა ლუკავამ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ემოციური პოსტით მიმართა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
''ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის. ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც. უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე !! მადლობა!!! ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!''
პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ყველაზე ცუდი სცენარი - ბარსელონასთან მატჩში ხვიჩამ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. სარეაბილიტაციო პროცესი მინიმუმ 6 თვეს წაიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.