ბარსელონასთან მატჩში მიღებული მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტისა და უმძიმესი 6-9 თვიანი სარეაბილიტაციო პროცესის მოლოდინის ფონზე, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას უამრავი ადამიანი უცხადებს.
ამჯერად ქართველ ვარსკვლავს სოციალურ ქსელში ლეგენდარული მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი გამოეხმაურა.
ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩას ეროვნული გამაერთიანებელი უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ მან დაუბრუნა ქართველებს ფეხბურთით გამოწვეული მივიწყებული ემოციები და სიხარული. ლეგენდარული სპორტსმენის თქმით, კვარამ ბავშვები საფეხბურთო სკოლებში დააბრუნა და მათთვის სამაგალითო ფიგურად იქცა.
მთელმა მსოფლიომ გაიგო ვისი გორისა ხარ! შენ საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ხარ მთელ სამყაროში
ჭადრაკის დედოფალმა განსაკუთრებული ყურადღება კვარაცხელიას ჩემპიონურ მენტალიტეტზე, თავმდაბლობასა და შრომისმოყვარეობაზე გაამახვილა, რაც დიდი მატჩების მოსაგებად აუცილებელია.
წერილის დასასრულს მან რწმენა გამოთქვა, რომ ხვიჩას მტკიცე ხასიათი ამ უმძიმეს დაბრკოლებას ვაჟკაცურად გადაალახინებს და მოედანზე ნამდვილი ჩემპიონივით დაბრუნდება.