Transfermarkt-ის ავსტრიულმა გვერდმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
მასში გამარჯვებული შტურმის ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გახდა. Transfermarkt-ის წარმომადგენელმა დორიან შუსტერმა ქართველ ათიანს აღნიშნული ჯილდო პირადად გადასცა.
ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით ოთარმა აღნიშნა:
მოგესალმებით Transfermarkt-ის ყველა მომხმარებელს. დიდი მადლობა ხმის მიცემისთვის, ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, 2025-26 წლების სეზონში კიტეიშვილმა ბუნდესლიგის 29 მატჩში (2 020 წუთი) 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.