VIDEO: ქართველები ავსტრიაში - გიზის მნიშვნელოვანი გოლი
14 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინეს.
შტურმის შემტევმა, გიზი მამაგეიშვილმა მოქმედი ჩემპიონისა და ლიდერის, ლასკის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა შესვენებამდე გათანაბრება შეძლეს, დიაკიტეს გოლმა (59-ე წუთზე) გრაცელებს 2:1 მოუტანა.
ტრავმამოშუშებული ოთარ კიტეიშვილი მოედანზე სწორედ მამაგეიშვილის ნაცვლად, 61-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა მატჩის მიწურულმა მისთვის წარუმატებლად ჩაიარა და პენალტი ვერ გაიტანა.
ავსტრიული ტურის კიდევ ერთ მატჩში ვოლფსბერგერის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ოთარ მამაგეიშვილმა, რომლის გუნდიც ვენის რაპიდთან დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
ექვსი ტურის შემდეგ შტურმმა 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო ვოლფსბერგერი 5 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.