შტურმმა სანაკრებო პაუზის შემდეგ ორივე ქართველი ფეხბურთელი ერთდროულად დაკარგა.
ავსტრიული შტურმის მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ოთარ კიტეიშვილის შემდეგ, გრაცელებს გიზი მამაგეიშვილიც რამდენიმე კვირით გამოაკლდა.
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სანაკრებო შეკრებიდან მძიმე ტრავმით დაბრუნდა. მან დაზიანება ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარენსენმა შექმნილი ვითარება შეაფასა:
ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმის გამო გიზო მამაგეიშვილის დაკარგვა ჩვენთვის მძიმე დარტყმაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რთული პერიოდი გვაქვს ფეხბურთელთა ხელმისაწვდომობის კუთხით. მიუხედავად ფეხის ტრავმისა, მას შეუძლია ზოგად ფიზიკურ მომზადებაზე მუშაობა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სრულ მზადყოფნაში დაბრუნდება.