გრაცის შტურმისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს ისევ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სრულყოფილად ვარჯიში ჯერ ვერ დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ მან შტურმის რიგებში (ფოიტსბერგთან და ლასკ-თან) რამდენიმე წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა, უეფას ევროპა ლიგაზე რენთან მატჩის განაცხადში ის აღარ ყოფილა.
შტურმის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა აღნიშნა, რომ კიტეიშვილმა მიმდინარე კვირაში გუნდთან ერთად მხოლოდ ნაწილობრივ ივარჯიშა და კლუბი დასკვნით ვარჯიშს დაელოდება, რათა გაიგოს, შეძლებს თუ არა ის სანაკრებო პაუზამდე გასამართი მატჩის (20 სექტემბერს, სტუმრად ზალცბურგთან) განაცხადში მოხვედრას.
შესაბამისად, საეჭვოა ისიც, რამდენად შეძლებს კიტე საქართველოს ეროვნული ნაკრების დახმარებას ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში.