ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში ავსტრიულმა შტურმმა შინ ფრანგულ რენს უმასპინძლა.
დაძაბული ბრძოლა უგოლოდ, 0:0 დასრულდა და გუნდებმა ტურნირის დასაწყისში თითო ქულა მოიპოვეს.
მატჩში აქტიური მონაწილეობა მიიღო გიზი მამაგეიშვილმა, რომელიც შტურმის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე 62-ე წუთამდე ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოიჩინა თავი, როდესაც შესანიშნავი მომენტი შექმნა და თანაგუნდელი ჰოდლი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა მან მეკარეს ვერ აჯობა და გოლი ვერ შედგა.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მისი განაცხადში არყოფნა გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შტურმის პრესსამსახურის ოფიციალური განმარტებით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრავმირებული არ არის.
კლუბმა უბრალოდ ახლადმომჯობინებული ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გარისკა და მისი ზედმეტი გადატვირთვა არ ისურვა.