ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

კლოპი და რეალი — ეს შესაძლებელია?!
ფეხბურთიფეხბურთი

კლოპი და რეალი — ეს შესაძლებელია?!

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

შანსები გაჩნდა.


იურგენ კლოპი უკვე წელიწადნახევარია აღარ მუშაობს მთავარ მწვრთნელად, თუმცა ამ პერიოდში მისი სახელი რეალს უკვე მეორედ დაუკავშირეს.


ჭორების მიხედვით, ფლორენტინო პერესი კლოპზე ოცნებობს, თუმცა თავად იურგენი ამტკიცებს, რომ Red Bull-ის პროექტში თავს კომფორტულად გრძნობს


კლოპი დღემდე Red Bull-ის საფეხბურთო მიმართულებას ხელმძღვანელობს. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა საინტერესო ინსაიდი გაავრცელა: იურგენს რეალში მუშაობის ვარიანტი განიხილოს განიხილავს, თუ ამის შანსი მიეცა. ეს სცენარი შესაძლოა ზაფხულში რეალობად იქცეს, თუ მადრიდი ექვს თვეში ალვარო არბელოას დატოვებას არ გადაწყვეტს.


კლოპისთვის ეს მიმზიდველი შესაძლებლობაა, მიუხედავად Red Bull-ის პროექტისადმი ერთგულებისა და გრძელვადიანი კონტრაქტისა. თუ რეალი მის მოწვევას სერიოზულად ეცდება, იურგენი ამ წინადადებას აუცილებლად განიხილავს.


კლოპი ფლორენტინო პერესის მთავარი მიზანი და ოცნებაა. Footmercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა წერს, რომ რეალის პრეზიდენტი ეცდება გერმანელი სპეციალისტის დარწმუნებას, ჩაიბაროს გუნდი. კლოპმა იცის, როგორ იმუშაოს ძლიერ წნეხში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, უარი თქვას მის საყვარელ გეგენპრესინგზე, თუნდაც კილიან მბაპესა და ვინისიუს ჯუნიორის არსებობის პირობებში.


თუმცა თავად იურგენმა რეალთან შესაძლო დანიშვნის შესახებ ხმები უარყო:
„ეს ჩემთან აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის და ჩემში არანაირი რეაქცია არ გამოუწვევია. სამწვრთნელო ბაზარზე ახლა დიდი არეულობაა და ზოგჯერ კარგიცაა, ამას გვერდიდან უყურებდე, იმის ფიქრის გარეშე, შენთვის რას შეიძლება ნიშნავდეს. იმიტომ რომ ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.“


Red Bull-ის ერთ-ერთმა დირექტორმა, ოლივერ მინცლაფმა, ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში განაცხადა:


„იურგენმა მკაფიოდ დაგვანახვა, რომ ამ ეტაპზე მას არ სურს მწვრთნელად მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მისი ცხოვრების რომელიმე მომენტში შეიცვალოს. მაგრამ მე ვხედავ, რამდენად ჩართულია ის ჩვენს საქმიანობაში, რამდენი იდეა აქვს და რამდენად დიდი სურვილი აქვს განვითარებისა“.


კლოპი რეალს აქამდეც არაერთხელ დაუკავშირეს. პირველად ამის შესახებ აქტიურად 2025 წლის აპრილში დაიწერა. Marca-ს ინფორმაციით, მაშინ მან კლუბის ხელმძღვანელობასთან გარკვეული ეჭვები გამოთქვა და საბოლოოდ არ დათანხმდა, რის გამოც უკვე მაისში ინანა კიდეც. თუმცა მოლაპარაკებების განახლება ვეღარ მოხერხდა — რეალმა საბოლოოდ ჩაბი ალონსოს კანდიდატურა დაამტკიცა.


ჟურნალისტები კლოპს მადრიდში ჯერ კიდევ 2013 წელს „გზავნიდნენ“, როდესაც ის დორტმუნდის ბორუსიას ხელმძღვანელობდა. თავად იურგენი კლუბის დატოვებას არ გეგმავდა:


„მომავალ სეზონშიც ბორუსიაში ვიმუშავებ, თუ რაიმე საშინელებას არ ჩავიდენ და არ გამათავისუფლებენ, — ამბობდა კლოპი. — მეტი სათქმელი არ მაქვს. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩემთვის დიდი პატივია, როცა ჩემს სახელს ახსენებენ იმ კონტექსტში, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს მოურინიო. სჯობს ასე იყოს, ვიდრე ამბობდნენ, რომ მოურინიოს ნაცვლად გუნდში უნდა მოვიდეს ვინმე, ოღონდ კლოპი არა“.



იურგენი ყოველთვის დიდი პატივისცემით საუბრობდა რეალზე. 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი მან ტონი კროოსის პოდკასტში გაიხსენა:


„ძალიან რთული იყო თქვენზე ზეწოლა. ინდივიდუალური ოსტატობა გაქვთ და წარმოუდგენელი სიმშვიდე. არასდროს მინახავს გუნდი, რომელიც ზეწოლას რეალივით უძლებს. 2022 წლის ფინალში ბევრი რამ გამოგვივიდა, მაგრამ კურტუას ხელთათმანები ცეცხლში იყო — ყველაფერს იგერიებდა. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ წავაგეთ ის ფინალი“.


2023 წლის თებერვალში კი თქვა:


„მადლობა ღმერთს, რომ მადრიდთან ყოველ კვირას არ გვიწევს თამაში. ისინი ყოველთვის გსჯიან და არაფერს გპატიობენ. მათ წინააღმდეგ დაცვა ძალიან რთულია — გაცილებით რთული, ვიდრე ინგლისის ჩემპიონატში“.


ფანები ზიდანს ელიან, თუმცა ასეთი დაბრუნების შანსი მინიმალურია



რეალის გულშემატკივრებს ზინედინ ზიდანის დაბრუნება სურთ. ჩაბი ალონსოსთან დამშვიდობებისა და არბელოას პრეზენტაციის დღეს, ვალდებებასში, კლუბის სპორტული ბაზის შესასვლელთან შესაბამისი ბანერიც გამოჩნდა.


El Mundo-ს ინფორმაციით, რეალ მადრიდის გასახდელში შოკია. გუნდი საუდის არაბეთში ბოლომდე იბრძოდა და დაბრუნდა განცდით, რომ ჩაბი ალონსო დარჩებოდა. ფეხბურთელები დარწმუნებულებიც კი იყვნენ, რომ მისი წასვლის შემთხვევაში გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებდა.


ზიდანი ყოველთვის დარჩება რეალის შესაძლო კანდიდატთა შორის, მისი სტატუსიდან გამომდინარე. თუმცა დაბრუნების შანსები დიდად არ არის — ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

რეალი
კლოპი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"არ დაიჯეროთ" - ბელინგემმა ალონსოს წინააღმდეგ ყოფნა უარყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ დაიჯეროთ" - ბელინგემმა ალონსოს წინააღმდეგ ყოფნა უარყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ შეიძლება ფეხბურთელებისთვის ამხელა ძალაუფლების მიცემა", — ალონსო რეალის ხელმძღვანელობას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ შეიძლება ფეხბურთელებისთვის ამხელა ძალაუფლების მიცემა", — ალონსო რეალის ხელმძღვანელობას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორი ლიდერი — რეალის ფეხბურთელებიდან ვინ არ დაემშვიდობა ალონსოს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორი ლიდერი — რეალის ფეხბურთელებიდან ვინ არ დაემშვიდობა ალონსოს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპმა მადრიდის რეალის მწვრთნელობაზე კომენტარი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპმა მადრიდის რეალის მწვრთნელობაზე კომენტარი გააკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სთ წინ

"არ დაიჯეროთ" - ბელინგემმა ალონსოს წინააღმდეგ ყოფნა უარყო

News image

24 სთ წინ

"არ შეიძლება ფეხბურთელებისთვის ამხელა ძალაუფლების მიცემა", — ალონსო რეალის ხელმძღვანელობას

News image

24 სთ წინ

ორი ლიდერი — რეალის ფეხბურთელებიდან ვინ არ დაემშვიდობა ალონსოს?

News image

19 სთ წინ

კლოპმა მადრიდის რეალის მწვრთნელობაზე კომენტარი გააკეთა

კომენტარები