განახლებული ინფორმაცია მადრიდის რეალის ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
COPE-ს ინფორმაციით, მბაპე 2 მარტს ხეტაფესთან გასამართ ლა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი მონაწილეობა სელტასთან მატჩშიც. კლუბში მოელიან, რომ კილიანი 100%-ით მზად ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრისთვის იქნება.
სამეფო კლუბის ლაზარეთში სხვა სიახლეებიცაა:
დინ ჰაუსენს წვივის კუნთის პრობლემა აქვს. ის, სავარაუდოდ, გამოტოვებს ორშაბათის თამაშს, თუმცა მოედანზე სელტასთან მატჩში დაბრუნდება;
ჯუდ ბელინგემი და დანი სებალიოსი რეაბილიტაციას აგრძელებენ. მათი დაბრუნება ან 22 მარტს, ატლეტიკოსთან დერბიში იგეგმება, ან სანაკრებო პაუზის შემდეგ;
ედერ მილიტაოს მდგომარეობა შედარებით რთულია. მოსალოდნელია, რომ ის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის ორივე მატჩს გამოტოვებს.