პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წინ თავდაჯერებული განცხადება გააკეთა.
პარიზელებმა მონაკოს ბარიერი გადალახეს (3:2, 2:2) და ახლა ბარსელონას ან ჩელსისთან დაპირისპირება ელით.
„ეს კითხვა ჩვენს მეტოქეებს უნდა დაუსვათ. ვნახოთ, რას გიპასუხებენ. იქნება თუ არა რთული? არა! მათთვის იქნება ჩვენს წინააღმდეგ თამაში ძალიან, ძალიან რთული. აუცილებლად ჰკითხეთ ეს ჩვენს მომავალ მეტოქეებს
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გუნდთან სათამაშოდ და ნებისმიერ ტურნირზე გამოსასვლელად. მიზანი კი ერთი გვაქვს — გამარჯვება. ეს განსაკუთრებული სეზონია, რადგან ბევრ გუნდს ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს.
ჩვენთვის ყველაფერი ნათელია: ეს არ არის გამართლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვყავდეს“.