სევილიას ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კოკემ პოდკასტში სტუმრობისას ანდალუსიელთა ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს და მისი თამაში სევილიასთვის მნიშვნელოვანი ძალაა:
ქოჩორაშვილი პირველი მატჩიდან ეხმარება სევილიას, გუნდი მატჩებს იგებს, ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულად მოქმედებენ. გიორგიმ ამ მატჩებში აჩვენა, რომ უნივერსალი ფეხბურთელია. ლევანტეში ვიყავი, როცა მას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. გიორგი კარგი ბიჭია და მაშინვე ჩანდა, რომ პერსპექტივაში ის კიდევ უფრო მოუმატებდა.
ესპანელმა ვეტერანმა, რომელსაც სევილიაში 173 მატჩი აქვს ჩატარებული, ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ქოჩორაშვილმა გასულ სეზონში პორტუგალიაში სათანადო სათამაშო დრო ვერ მიიღა, თუმცა ანდალუსიურ კლუბში ის სრულ პოტენციალს გამოავლენს და როგორც მოედანზე, ისე გასახდელში სრულიად დაიხარჯება.
კოკესა და ქოჩორაშვილს ერთად ლევანტეშიც უთამაშიათ.