მარკ კუკურელიამ რეალის მატჩებში სირბილის სტატისტიკასთან დაკავშირებით Cadena SER-ის ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტ მანუ კარენიოს შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც მადრიდი ლა ლიგაში ყველაზე ნაკლებს დარბის, ესპანელმა მცველმა განაცხადა:
„სიმართლე გითხრათ, ამან გაოცებული დამტოვა. ანუ არის მომენტები - მაგალითად, როდესაც გუნდი დიდხანს ფლობს ბურთს - რასაც დავეთანხმებოდი, თუმცა რაც შეეხება სირბილს... მეჩვენება, რომ საკმარისად ბევრს დავრბივართ.
საბოლოო ჯამში, სტატისტიკა სტატისტიკაა, თუმცა ერთ რამეს დავამატებდი: ამ ციფრებზე ლაპარაკი იმიტომ დაიწყო, რომ დერბი და ბეტისთან მატჩი წავაგეთ. ვფიქრობ, ყველა თამაში რომ მოგვეგო, არავინ იტყოდა, რომ საკმარისად არ დავრბივართ. იტყოდნენ: ცოტას დარბიან, თუმცა ძალიან ეფექტურად მოქმედებენ - ან რამე მსგავსს.
უნდა მოვუმატოთ. მატჩების მოგება გვჭირდება და მაშინ ამაზე არავინ ილაპარაკებს. საბოლოო ჯამში, სტატისტიკა ზრდისთვის სასარგებლოა - ის გეხმარება საკუთარ თავზე მუშაობაში და იმის გაგებაში, რომ, შესაძლოა, ცოტა მეტად დაიხარჯო ან თამაშის გარკვეული ასპექტები დახვეწო", - აღნიშნა ესპანელმა მარცხენა მცველმა.