ატლეტიკოს წარმომადგენლებმა წაგებული დერბის შემდეგ რეალის საჩივრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.
მატჩის შემდეგ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე მეტოქე ფეხბურთელების უხეში დარღვევების ამსახველი ამობეჭდილი კადრები მიიტანა და მსაჯობაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
„არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება, მათ კი ეს ხაზები ისევ გადაკვეთეს. უპატივცემულობის გამოვლენა არ შეიძლება.
მათ სურთ, რომ საპასუხო დერბი დაშინებული მსაჯებით ითამაშონ და შეცდომები მათ სასარგებლოდ იყოს. ერთადერთი დანიშვნა, რაც მათ მოეწონებოდათ - მეხია დავილაა (ლა ლიგის ყოფილი მსაჯი, რომელიც 2009-ში რეალში დაინიშნა ერთ-ერთ თანამდებობაზე).
ჩვენც ვფიქრობდით ამოგვებეჭდა ყველა ის შეცდომა, რომლითაც რეალმა ისარგებლა, თუმცა მაშინ ტყეები აღარ დარჩებოდა - ეკოლოგიის გაფრთხილების გამო ამის გაკეთება ვერ შევძელით", - განაცხადეს ატლეტიკოში.