კონტაქტური კარატეს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა საერთაშორისო ტურნირ Oyama Cup-ზე ასპარეზობა 13 მედლით დაასრულეს.
ბარსელონაში გამართულ ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა 8 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ეროვნული ნაკრების რიგებში, ოქროს მედალი დავით ძნელაძემ (-70 კგ.) მოიგო, ბრინჯაოს მედლებს კი დათა ფუტკარაძე (-80 კგ.), დიმიტრი მსხალაძე (-80 კგ.) და ავთანდილ პარწიკანაშვილი (+80 კგ.) დაეუფლნენ.
16 წლამდე გოგონებს შორის, ანამარია მსხალაძე (+60 კგ.) ჩემპიონი გახდა.
18 წლამდე გოგონებს შორის, ოქროს მედალი ანანო დათუკიშვილმა (-55 კგ.) და ნინო შუბითიძემ (-65 კგ.) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალს ნანა ნიკურაძე (-55 კგ.) დაეუფლა.
18 წლამდე ბიჭებს შორის, ოქროს მედალი ოსკარ ჰინშლეიმ (-70 კგ.), ამირან ტატულიშვილმა (-80 კგ.) და საბა ჭრელაშვილმა (+80 კგ.) მოიპოვეს, ვერცხლის მედლის პრიზიორი კი მალხაზ ქაჯაია (-80 კგ.) გახდა.
ჩვენს გუნდს კიდევ ერთი ოქროს მედალი, 21 წლამდე ბიჭებს შორის, გიორგი ძნელაძემ (-70 კგ.) მოუტანა.