საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები პიზის 2026 წლის მსოფლიო თასის გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.
ჩვენმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გარდა ამისა, გათამაშებაზე საქართველომ კიდევ 2 მედალი მოიგო - ნინა თიბილაშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, გვანცა ზადიშვილი კი - ბრინჯაოს პრიზიორი.