საქართველოს ქალთა 21-წლამდელთა მშვილდოსნობის ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 18 მეტრზე სროლაში, ქართველმა გოგონებმა, მასპინძელი ბულგარეთისა და იტალიის დამარცხებით, ფინალის საგზური მოიპოვეს.
სატიტულო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მოლდოვის ნაკრებთან 4:5 წააგო და ვიცე-ჩემპიონის სტატუსი და, შესაბამისად, ვერცხლის მედლები მიიღო.
ჩვენს გუნდს ტურნირზე გვანცა არჩვაძე, ციკო ფუტკარაძე და სალომე ხარშილაძე წარმოადგენდნენ.