საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ფიგურული ციგურაობის გალა-ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მილანის 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში მოწყობილ გალა-წარმოდგენაში მონაწილეობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და ნიკა ეგაძემ მიიღეს.
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ისტორიული აღმოჩნდა - ბერულავასა და მეტელკინას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ზამთრის ოლიმპიადებზე საქართველოსთვის პირველი მედალია.