არსენალს რევანშის შანსი ეძლევა.
მათ მიაჩნიათ, რომ გასული სეზონის ნახევარფინალში პსჟ-ზე უკეთესად ითამაშეს. ევროპის დანარჩენ ნაწილს კი უბრალოდ სურს იხილოს იმაზე უკეთესი კულმინაცია, ვიდრე ნახევარფინალებმა შემოგვთავაზა. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგას დიდი ხანია ნამდვილად დასამახსოვრებელი ფინალი არ ჰქონია.
თუ პსჟ-მ ბაიერნთან პირველ მატჩში თანამედროვე ბრწყინვალება აჩვენა, საპასუხო შეხვედრა უფრო კლასიკური კონტინენტური შესრულება იყო. მათ გერმანელები სრულად გათიშეს თამაშიდან. ეს კიდევ უფრო ამყარებს განცდას, რომ პსჟ ნამდვილად სრულყოფილი გუნდია, შესაძლოა საუკეთესოც კი პეპ გვარდიოლას ბარსელონას შემდეგ.
პსჟ-ს წარმატებას თან ახლავს დისკუსიები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლუბების დომინაციაზე, რაც 2026 წლის ფეხბურთის რეალობას ასახავს. არსენალს, რომელიც ამერიკელი მილიარდერის საკუთრებაა, ორივე მთავარ ტურნირზე სწორედ სახელმწიფო პროექტები - პსჟ და მანჩესტერ სიტი - ეღობება წინ.
ეს ფინალი შესაძლოა იშვიათი შემთხვევა იყოს, როდესაც ერთმანეთს ნამდვილად ევროპის საუკეთესო გუნდები ხვდებიან. არსენალი, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში შეუდარებელი იყო, დაპირისპირებულია პსჟ-სთან, რომელიც მეორე ნახევრისა და პლეი-ოფის ლიდერია.
მოედანზე სრული კონტრასტი გველოდება - ვარსკვლავური შეტევა გუნდური სტრუქტურის წინააღმდეგ, ფანტაზია წესრიგის წინააღმდეგ.
მთავარი კითხვაა შეძლებს პსჟ-ს დომინაციას ხელი შეუშალოს გაბრიელ მაგალაესის ერთმა თავურით დარტყმამ სტანდარტულიდან, თუ ხვიჩა კვარაცხელიას რეიდები, რომელიც ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტია არსენალს შანსს არ დაუტოვებს?