• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
 კრიშტიანუს მუნდიალები - როგორ ფორმაში ხვდება რონალდუ მეექვსე მუნდიალს
ფეხბურთიფეხბურთი

კრიშტიანუს მუნდიალები - როგორ ფორმაში ხვდება რონალდუ მეექვსე მუნდიალს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბლოგების სერიას, თუ როგორ ფორმაში ხვდებიან მუნდიალს მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელები, მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო გოლეადორით, კრიშტიანუ რონალდუთი ვაგრძელებთ.


სამწლიანი არაბული გვალვა დასრულდა - კრიშტიანუ რონალდუმ პირველი არაბული ტიტული მოიგო, ალ ნასრი საუდის პრო ლიგის გამარჯვებული გახდა. პორტუგალიელმა  საჩემპიონო მატჩში ორჯერ გაიტანა - 63-ე წუთზე რონალდოს საჯარიმო დარტყმამ ანგარიში 3:1 გახადა. ეს კრიშტიანუს კარიერაში 65-ე ჯარიმა იყო. 



28 გოლით კრიშტიანუ საუდის პრო ლიგის მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა - პორტუგალიელი ხულიან ქუინონესსა და აივონ ტოუნის ჩამორჩა. გასულ სეზონში 41 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 30 გოლსა და 5 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. წარუმატებელი აღმოჩნდა ალ ნასრისთვის აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ის ფინალი - პორტუგალიელის გუნდი იაპონურ გამბა ოსაკასთან 1:0 დამარცხდა.


კრიშტიანუ საუდის პრო ლიგის მოგების შემდეგ.


კრიშტიანუ გილერმო ოჩოსთან და ლიონელ მესისთან ერთად სარეკორდო, მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშოდ ემზადება - უდიდესი ალბათობით 41 წლის პორტუგალიელისთვის ეს უკანასკნელი მუნდილი იქნება, მაგრამ რონალდუსგან გამორიცხული არაფერია. 


რონალდუს სადებიუტო და ყველაზე წარმატებული მუნდიალი 2006 წლის მსოფლიო თასი იყო - პორტუგალიამ მეოთხე ადგილი დაიკავა. 21 წლის კრიშტიანუმ ტურნირზე ერთი გოლის გატანა მოახერხა, მისი გუნდი ნახევარფინალში საფრანგეთთან 0:1 დამარცხდა.


კრიშტიანუ პატრიკ ვიერას წინააღმდეგ. 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალი. საფრანგეთი 1:0 პორტუგალია.


კრიშტიანუსთვის წარუმატებელი აღმოჩნდა 2010 და 2014 წლის მუნდიალები. სამხრეთ აფრიკაში პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში, მომავალ გამარჯვებულთან, ესპანეთთან გამოვარდა. კრიშტიანუმ ტურნირის ერთადერთი გოლი ჩრდილოეთ კორეას გაუტანა. 2014-ში საოცარი საკლუბო სეზონის შემდეგ, რონალდუმ მუნდიალზე ტრავმით ითამაშა - პორტუგალიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. რონალდუს ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.


კრიშტიანუს გააქვს გოლი ჩრდილოეთ კორეის კარში. 2010 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი. პორტუგალია 7:0 ჩრდ. კორეა.


რუსეთის მუნდიალი ინდივიდუალურად საუკეთესო იყო რონალდუსთვის - პირველივე მატჩში ჰეთ-თრიქი ესპანეთთან, საოცარი გამათანაბრებელი საჯარიმო დარტყმა და უშანსოდ დარჩენილი დავიდ დე ხეა. კრიშტიანუმ არც მეორე ტური დატოვა უგოლოდ - პორტუგალიამ მაროკოს რონალდუს თავურით სძლია. ირანთან გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის მიუხედავად, პორტუგალია მაინც გავიდა ჯგუფიდან - რონალდუმ და კომპანიამ ურუგვაის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.


კრიშტიანუს ჯარიმა ესპანეთის ნაკრების კარში. 2018 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი. ესპანეთი 3:3 პორტუგალია.


2022 წლის კატარის მუნდიალი კრიშტიანუსთვის კოშმარული გამოდგა. მიუხედავად იმისა,  რომ რონალდომ ტურნირი განასთან გატანილი გოლითა და გამარჯვებით დაიწყო, მოვლენები მის სასიკეთოდ ნამდვილად ვეღარ განვითარდა - “მოჩვენება გოლი” ურუგვაისთან და სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომა.  მერვედფინალში შვეიცარიასთან მისმა შემცვლელმა, გონსალო რამოშმა გაილაღა - პორტუგალიამ ბენფიკას ფორვარდის ჰეთ-თრიქითა და პეპეს, გერეიროს და ლეაუს გოლებით 6:1 გაანადგურა მურათ იაკინის გუნდი. კრიშტიანუს 16 წუთი მიეცა.


კრიშტიანუ ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში. 2022 წლის მუნდიალის მერვედფინალი. პორტუგალია 6:1 შვეიცარია.


სკამზე დარჩა რონალდუ მეოთხედფინალშიც - მაროკოსთან ტაიმ-წაგებულმა ფერნანდო სანტოსმა კრიშტიანუ 51-ე წუთზე ჩართო თამაშში. პორტუგალიის ნაკრებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.


რონალდოს ანგარიშზე ხუთ მუნდიალზე 22 მატჩი, 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. 41 წლის პორტუგალიელი თავისი პირველი საპლეიოფო გოლის გატანას 2026 წლის მსოფლიო თასზე შეეცდება. მანამდე კი პორტუგალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კონგოს, უზბეკეთისა და კოლუმბიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

ფიფას რიგით 23-ე მსოფლიო თასი 11 ივნისს, 23:00 მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებით გაიხსნება.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ალ ნასრი
კრიშტიანუ რონალდუ
მსოფლიო ჩემპიონატი
პორტუგალიის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კონგოში ებოლამ იფეთქა - ითამაშებს თუ არა ნაკრები მუნდიალზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონგოში ებოლამ იფეთქა - ითამაშებს თუ არა ნაკრები მუნდიალზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმა თუ უბრალო დისკომფორტი? ინტერ მაიამის მწვრთნელის კომენტარი ლეოს შეცვლაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმა თუ უბრალო დისკომფორტი? ინტერ მაიამის მწვრთნელის კომენტარი ლეოს შეცვლაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის ოქროს ეპოქა დასრულდა - უკანასკნელი მოჰიკანიც წავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის ოქროს ეპოქა დასრულდა - უკანასკნელი მოჰიკანიც წავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირანის ნაკრები მუნდიალის ბაზას მექსიკაში გადაიტანს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირანის ნაკრები მუნდიალის ბაზას მექსიკაში გადაიტანს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

კონგოში ებოლამ იფეთქა - ითამაშებს თუ არა ნაკრები მუნდიალზე?

News image

12 სთ წინ

ტრავმა თუ უბრალო დისკომფორტი? ინტერ მაიამის მწვრთნელის კომენტარი ლეოს შეცვლაზე

News image

8 სთ წინ

რეალის ოქროს ეპოქა დასრულდა - უკანასკნელი მოჰიკანიც წავიდა

News image

1 სთ წინ

ირანის ნაკრები მუნდიალის ბაზას მექსიკაში გადაიტანს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება