ლიონელ მესიმ ბარძაყის უკანა კუნთი გაიჭიმა.
ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა, გილერმო ოიოსმა MLS-ის მატჩში ფილადელფიასთან (6:4) თავდამსხმელ ლიონელ მესის შეცვლა გადაღლილობით ახსნა.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა ჯერ არ გვაქვს, თუმცა მალე გვექნება. ის მართლაც ძალიან გადაღლილია. ეს უბრალოდ დაღლილობაა. დაიღალა, მოედანიც მძიმე იყო. როდესაც ეჭვი გეპარება, ჯობია არ გარისკო
TyC Sports-ის ინფორმაციით, მესი მოედანზე თავის დაზღვევის მიზნით, არგენტინელი მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის გაჭიმვის გამო შეცვალეს.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ლეოს მუნდიალზე მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრება.